LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციისგან იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ, „მაიდნისკენ“ მოუწოდეს და საკუთარ ქვეყნებში მშვიდად დაბრუნდნენ“

114
მამუკა მდინარაძე

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სახალხო დამცველი: „როცა შსს-მ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“

როგორც მამუკა მდინარაძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, „ეს იყო აგენტურული ოპოზიციის მიერ განხორციელებული ექსტრემიზმი“.

ვაჟა სირაძე: „სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“

„არ შეიძლება ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.

ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წინა დღეების განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდნენ, წააქეზეს აგენტურაა, აქ „მაიდნისკენ“ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე: „თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით – მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს – ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g