LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე“

344
მამუკა მდინარაძე

„მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს. პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რამდენად გულით უდგება თავის საქმეს და ასევე, გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მთავრობამ თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა – ცნობილია, ვინ დაიკავებს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას

მამუკა მდინარაძის თქმით, თამარ ტალიაშვილი არის ადამიანი, რომელიც „საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“.

„ჩვენ, ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა ის, რომ მთავარია თუკი ასეთი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე მოქმედებდეს და თუკი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო ერთ-ერთი მათ შორის, თამარ ტალიაშვილია, რომელიც ზუსტადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, სადაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა – მთავრობის განკარგულებაშის მიხედვით, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g