LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ

161
მამუკა მდინარაძე

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!

ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე, როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!

ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა! ”, – წერს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები