LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – “ოპიზიცია პირობას არღვევს”

95
მდინარაძეეე

“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს არწმუნებდა შარლ მიშელი, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის პიკეტის კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც წესი, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია.

„პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ, დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოზიტიური შედეგი დაიდოს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმება, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ ისინი კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია,”- განაცხადა მდინარაძემ

პარლამენტის მიმდებარედ დილიდან დაძაბულობაა.  პიკეტირების აქციაზე 7 პირია დაკავებული. სამართალდამცველების სიმშვიდისაკენ მოწოდებას, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები