არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ აშშ მოსამართლეთა დასანქცირების გამო მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მაშინ მათი გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავარჩიოთ მტერი და მოყვარე, უნდა გავარჩიოთ მეგობარი და არამეგობარი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვუთხრათ მეგობარს, რაც არ უნდა პატარები ვიყოთ ზომით თუ წონით ამ მეგობრის წინაშე და მასთან შედარებით, რა არის სიმართლე და რა არის არასწორი ინფორმაცია და უნდა მივაქციოთ ყურადღება ვინ რას ამბობს და არა მხოლოდ იმას, ვინ ამბობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია