LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე: აშშ-ის საელჩოს გზავნილი მოსამართლეების მიმართ, თუ იმას არ გააკეთებთ, რაც ჩვენთვის მისაღებია, დაგემართებათ ის, რაც დაემართა მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს

164
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

აშშ-ის საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ გზავნილი, რომ თუ არ იქნებით ჩვენი მომხრეები და არ გააკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის მისაღებია, ის დაგემართებათ, რაც მურუსიძეს, დარწმუნებული ვარ, ეს არ იმუშავებს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლეებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.

„არ ვიცი, ეს თუ მოხერხდება. შესაბამისად, პრემიერთან გულწრფელი საუბრის შემდეგ დავიგეგმებით, რა შეიძლება, გაკეთდეს უკვე გლობალურად. მოსამართლეები ითხოვენ, შევიკრიბოთ და ვთქვათ სიმართლე, თუმცა ჯერ პრემიერს ვთხოვეთ შეხვედრა, ვნახოთ. იქამდე, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, კონფერენციის შეკრებაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი განცხადების საფუძველს ის მაძლევს, რომ ძალიან ბევრმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ გვერდით არიან და მათაც მიაჩნიათ, რომ ეს არის სასამართლოს, მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა და აქ არ არის საუბარი კორუფციაზე.

აქედან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ განზრახვა, რაც იყო, რომ დანგრეულიყო და დაპირისპირება მომხდარიყო სასამართლო სისტემაში, ეს არ მოხდება. შეიძლება, რაღაც გამოვლინებები იყოს, ვთქვათ, იყოს გარედან თავდასხმებიც, მაგრამ, ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, ვინაიდან ვგრძნობ, რომ სასამართლო სისტემაში არის ერთსულოვნება და სწორი პოზიცია. მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ემორჩილეობდეს არავის დიქტატს, თუნდაც ეს საუკეთესო მეგობარი იყოს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ „პირველ არხთან.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g