LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Man-ის ავტობუსები დღეიდან, კიდევ ერთ მარშრუტს დაემატა

485

15 აპრილიდან, N 9 მარშრუტზე MAN-ის ხუთი ახალი ავტობუსი იმოძრავებს. N 9 ავტობუსის მარშრუტი სადგურის მოედნიდან იწყება და ბაგების დასახლებაში მთავრდება.

მერიის ცნობით, ამ დროისათვის დედაქალაქს ემსახურება 45 MAN-ის მარკის ავტობუსი, რომლებიც 61, 51, 37, 87 და 9 ნომერ მარშრუტებზე მოძრაობენ. თბილისში კი უკვე Man-ის 143 ავტობუსია ჩამოსული, რომლებიც ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა მარშრუტებს. 143-ვე ავტობუსი ქალაქში ზაფხულიდან გამოვა.

ამავე დროს, ახალი, მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 6 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე, 377 ავტობუსზე გათვლილი ბაზა, მაისის ბოლოს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილ 143 MAN-ის მარკის ავტობუსებს მიიღებს.

მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა

magti 5g