LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან მე ზურგის დაფხანა მთხოვა“ – 80 წლის რობერტ დენიროს ყოფილი ასისტენტი უჩივის და მისგან 12 მილიონ დოლარს ითხოვს – რას ყვება ჩეის რობინსონი

202
page

80 წლის ლეგენდარულ მსახიობს, რობერტ დენიროს ყოფილი ასისტენტი, გრეჰემ ჩეიზ რობინსონი უჩივის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 12 მილიონ დოლარს ითხოვს. სასამართლო პროცესები უკვე დაიწყო.

როგორც ირკვევა, ჩეიზი ოსკაროსან მსახიობთან 2008 წელს მუშაობდა, ის ჰყვება რომ დენირო მას ფიზიკურად და მორალურად ავიწროებდა.

„მან მე ზურგის დაფხანა მთხოვა, თავის თეთრეულს მარეცხვინებდა, უხეშად მეპყრობოდა, ხშირად ჰქონდა სექსისტური განცხადებები. მიყვიროდა და გათამამებული არსებას მეძახდა“, – ყვება 41 წლის რობინსონი.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ შემდგარ სასამართლო პროცესზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ.

„როგორ არ გრცხვენია გრეჰემ, ამ ყველაფერს როგორ ამბობ?! მე მას მხოლოდ ერთხელ ვუსაყვედურე და ხმას ავუწიე რადგან ჩემი დათქმულ დროს გაღვიძება დაავიწყდა“, – განაცხადა დენირომ.

გაზეთი, სათვალე და საფირმო ღიმილი – 80 წლის რობერტ დენირო ახალ რეკლამაში „ტაქსის მძღოლის“ საკულტო სცენას იმეორებს

80 წლის იუბილე ახლად შეძენილ ქალიშვილთან ერთად – აი ასე აღნიშნა რობერტ დენირომ დაბადების დღე

რობერტ დენირო და ლეონარდო დიკაპრიო მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის პირველ კადრებში, რომელიც წელს ყველა რეკორდს მოხსნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები