LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ვუყურებ, ყველანაირი ფიქრი, შფოთვა, ღელვა ქრება“ – 80 წლის რობერტ დე ნირო მეშვიდე შვილის შესახებ ალაპარაკდა

352
page

80 წლის ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო გამოცემა AARP The Magazine-ის გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში 8 თვის ქალიშვილზე, ჯია ვირჯინიაზე ისაუბრა, რომელიც ტიფანი ჩანისგან ჰყავს. დე ნირო ამბობს, რომ მეშვიდე შვილის მამობამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

„როდესაც მე მას ვუყურებ, ყველანაირი ფიქრი, შფოთვა, ღელვა ქრება და ეს საოცარია. მან ისეთი ყურება იცის, თითქოს გაკვირდება, ფიქრობს“ – აცხადებს დე ნირო.

ცნობისთვის, დე ნირო და ჩანი ერთმანეთს რამდენიმე წელია ხვდებიან. ტიფანის ორსულობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

79 წლის რობერტ დე ნიროს ახლად დაბადებული ქალიშვილის პირველი ფოტო – გაიცანით მომღიმარი ჯია ვარჯინია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები