დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს, – განაცხადა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„პატრიარქს პირველად 2004 წელს შევხვდი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ჩემს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რომ გავაანალიზე, წუთისოფლისკენ კი არ შემომატრიალა პატრიარქმა, საწუთისოფლოდ შემომატრიალა მისიის შესასრულებლად.
მან მომცა ძალა, რომ სიძულვილი სიყვარულით ჩამენაცვლებინა, მიტევება შემძლებოდა.
დღეს დავცქეროდი პატრიარქს, საოცარი ნათელი გადასდის სახეზე სამშობლოსათვის ლოცვაში გამცვდარ კაცს. როგორ შეიძლებოდა სამშობლოს, ან ხალხის სიყვარულში ეჭვი შეგვეტანა, მაგრამ დღეს ისინიც მიდიან პატრიარქთან [ვინც ეჭვი შეიტანა], მაგრამ ბოდიშს მოიხდიან, თუ არა, ეს არაა აუცილებელი.
ჩვენ მაინც მოგვიწევს ბოდიშის მოხდა პატრიარქისთვის, რომ ბოლომდე ვერ შევიცანით. არ გვიყვარს ჩვენზე აღმატებული ხალხი, შურის გრძნობა ჩნდება. ასე იყო მუდმივად ჩვენთან. დიდი კაცი შეიძლება აიტანო, მაგრამ აღმატებული რომაა, ეს რთული ასატანია ქართული გონებისთვის“, – აღნიშნა პოეტმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
