LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა აბრამიშვილი: „სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მიზანმიმართულად იშვერს ხელს რუსთაველის თეატრისკენ… ჩემი პოზიციის გამო, ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ, მამცირებდნენ…“

175
მანანა აბრამიშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი ჟურნალ „გზას“ მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ:

„სირცხვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე მიზანმიმართულად იშვერს ხელს რუსთაველის თეატრისკენ. ყოველთვის მიზანში ვყავართ ამ ადამიანებს ამოღებული…

ჩემი პოზიციის გამო, ეს დღეები საოცარი ბულინგის ქვეშ ვიყავი. მაგინებდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ, მამცირებდნენ, ნეტავ, შენ რომელი მსახიობი ხარო? ისეთ სიტყვებს წერენ, ვერაფრით ვიგებ, საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი ბოროტება? მეც ვიყავი ამ ახალგაზრდების ასაკში, მაგრამ ასეთი ბოროტი ფიქრები არასდროს მქონია. საბედნიეროდ, ბევრი წესიერი და კარგი ახალგაზრდა იზრდება ამ ქვეყანაში, მაგრამ თაობის ნაწილში ასეთი მანკიერება რატომ არის, ვერ ვხვდები…

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

ხომ ამბობენ, ამ ხელისუფლებას 12 წელი ნაციონალური მოძრაობა ჰყავს ოპოზიციაში და ამიტომ იმარჯვებენო. ამ აზრს კატეგორიულად არ ვემხრობი. იმიტომ იმარჯვებენ, რომ ქვეყანა ძალიან სწორი კურსით მიჰყავთ. ამ ხელისუფლების პირობებში ვგრძნობ, ამ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, ეს განცდა მიშას პრეზიდენტობის დროს არ მქონდა. მაშინ მეგონა, ამ ქვეყანაში მდგმური ვიყავი, სიტყვის თქმის უფლება არ მქონდა. ახლა რაც გინდა თქვი, რაც გინდა აკეთე, ბიზნესი დაიწყე, ვინმე გატერორებს?

ამ მდგომარეობიდან გამარჯვებული და დამარცხებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა. ჩვენ ან ყველანი ერთად დავმარცხდებით, ვიღაც მესამე დაგვეპატრონება და მართლა მონები გავხდებით. ან ყველა ერთად გავიმარჯვებთ და შევქმნით ბედნიერ მომავალს. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. დიალოგი უნდა შედგეს…“

ცნობისთვის, 5 დეკემბერს გავრცელდა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას წერილი, სადაც ის ამბობს, რომ თეატრი პოლიტიკურ პროცესებში არ ერთვება – „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში…“, – დასძენს სტურუა.

რობიკო სტურუა: „რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში“

ნანკა კალატოზიშვილი: „ეს ადგილი ყოველ ღამე სასაკლაოა, წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება! არც ერთი მთავრობის დროს არ უნდა მოგწონდეს ძალადობა, ძალადობას თუ გმობ, გმობ ყოველთვის“

ეკა დემეტრაძე: „ხალხო გთხოვთ, უკვე კატასტროფა ხდება, ყოველ გამთენიას თქვენი ქალაქის ქუჩებში სახის ძვლებს ულეწავენ ახალგაზრდებს თუ ასაკოვანებს, გადაწიეთ ფარდები, ნუ გძინავთ ასე ღრმად, ნუ გეშინიათ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g