LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა კობახიძე: “პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება”

111

პრეზიდენტს ასეთი შეფასებების გაკეთება არ უხდება, – ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფებები არიან.

„მე ასეთ ძველ ბიჭებს არ ვიცნობ. ვის ან რას გულისხმობდა, რა ასოციაციები აქვს და საიდან გამომდინარე ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ არ არის ეს სწორი, ეს შეფასება და მითუმეტეს, პრეზიდენტს არ უხდება ასეთი შეფასებების გაკეთება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის” ტელევიზიის ეთერში კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული ხმაური ბუნებრივი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები