მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი და “რუსთავი 2″ -ის ყოფილი კორესპონდენტი მანანა მანჯგალაძე ჟურნალისტიკაში ბრუნდება.
იგი ამჯერად ტელეკომპანია „პირველის” გუნდს უერთდება.
მანანა მანჯგალაძემ “აქცენტს” განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.
“ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე არ მსურს საუბარი ამ საკითხზე”, – განაცხადა მანჯგალაძემ.