LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მანჯგალაძე: „ვარსკვლავი ამობრწყინდა ამ საცოდავ ქვეყანაშიც – ამ ბიჭის მაგალითი რამხელა სტიმული უნდა გახდეს ბავშვთა ფეხბურთისთვის, ეგ სტატისტიკა მინდა ვნახო მალე”

209
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე „ლივერპულის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი დიდი სტიმული გახდება ბავშვთა ფეხბურთისთვის.

ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ღმერთო, მადლობა რომ ეს ფენომენი გვაჩუქე ქართველებს!

„გახსოვთ, ალბათ, წლების წინ სამეჯლისო ცეკვა მარტო მოყვარულებისთვის იყო, სატელევიზიო პროექტმა ის პოპულარული გახადა და ვნახეთ რამდენი ბავშვი აცეკვდა რამდენი ჯგუფი გაიხსნა.

მებაღეობა დამხმარე საქმიანობად ითვლებოდა და ვნახეთ ზურა შევარდნაძის მაგალითზე ეს რამხელა სიამოვნება, კრეატიულობა და როგორი პროფესია და დღეს როგორი პრესტიჟული გახდა კულინარია სამზარეულობა.

გახსოვთ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ ცხვირს როგორ ვწევდით ” უი მზარეული ყოფილა” და როგორი მენტალური ცვლილება მოხდა ჩვენში, როგორი მაღალანაზღაურებადი გახდა.

ისევ და ისევ სატელევიზიო პროექტების და პროფესიონალების წყალობით, რამდენმა ადამიანმა შეიცვალა პროფესია და მოიხსნა კომპლექსი… ახლა ამ ბიჭის მაგალითი რამხელა სტიმული უნდა გახდეს ბავშვთა ფეხბურთისთვის. ეგ სტატისტიკა მინდა ვნახო მალე. ცოცხალი მაგალითები სულ სხვა მოტივაციაა.

სპორტულ სამყაროში ხომ ვარსკვლავი ამობრწყინდა ამ საცოდავ ქვეყანაშიც, ამ პოლიტიკური მარაზმის ფონზე, სადაც მარტო პოლიტიკოსები და გაურკვეველი ხალხი გახდა ” ცნობილი, ცნობადი და ვარსკვლავი” ( ესეც მედიის ბრალია ვაღიარებ) სხვა ალტერნატივა გაუჩნდა.

სამი რამ მინდა ვისურვო ამ ოქროს ბიჭს ე.ი განვითარება და არ გაჩერდეს, არ დაიჯეროს რომ უკვე ვარსკვლავია,პოლიტიკას და პოლიტიკოსებს არ გაეკაროს და თავში არ აუვარდეს. მე გავედი.

P.S. ხომ ნახეთ მედიას რამდენი შეუძლია, როგორი იარაღია. კარგის ტირაჟირებას რა შედეგი მოაქვს და ტვინების გამორეცხვას რა“,- წერს მანანა მანჯგალაძე.

გარი ლინეკერი: ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა

„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის არის..“- რას წერს ნინო ლომჯარია ხვიჩა კვარაცხელიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები