LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მკითხავთ ვის მივიჩნევ ჩვენი დროის გმირ ქალად დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ეს მარინა გზირიშვილია…“ – აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი გარდაიცვალა – გმირის დედას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ემშვიდობებიან

600
მარინა გზირიშვილი

აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი გარდაიცვალა.

მარინა გზირიშვილი ასევე აფხაზეთის ომის გმირის, ბადრი გზირიშვილის მეუღლე იყო.

მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – ,,ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების“ ჩამოაყალიბა.

ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, უშუალოდ მისი ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა.

„აუცილებლად დაინგრევა ბოროტების იმპერია! ეს მარინა დეიდას ბოლო. მარინა გზირიშვილოს ბოლო სურვილი… იმ ქალის ბოლო სურვილი, რომელსაც ბოროტების იმპერიამ ცხოვრება გაუმწარა. მშვიდად განისვენეთ მარინა დეიდა. არავინ და არაფერი იქნება დავიწყებული. ბოროტების იმპერია დაეცემა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი, მარიამ ჩხეიძე წერს.

მისი თქმით, მარინა გზირიშვილი, ჩვენი დროის გმირი ქალია:

ჩემი საყვარელი მარინა დეიდა Marina Gzirishvili გარდაიცვალა… 🙁 ჩემი გამორჩეულად საყვარელი მარინა დეიდა… თუ მკითხავთ…

Posted by Mariam Chkheidze Cule on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024

თანამედროვეობის ერთ-ერთი გმირის დედის გარდაცვალებას საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან:

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე წერს, რომ გმირის დედამ და გმირის მეუღლემ ყველაფერი გაიღო და შესწირა საქართველოს:

„გმირის დედა იყო, გმირის მეუღლე…. ყველაფერი გაიღო და შეწირა ამ ქვეყანას.
2010 გავიცანი. სხივის პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა… ფეხზე ვდგებოდი ტელეფონზე როცა მირეკავდა.საოცარი ქალი იყო“- წერს მანანა მანჯგალაძე

გმირის დედა იყო, გმირის მეუღლე…. ყველაფერი გაიღო და შეწირა ამ ქვეყანას. 2010 გავიცანი. სხივის პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა… ფეხზე ვდგებოდი ტელეფონზე როცა მირეკავდა.საოცარი ქალი იყო

Posted by მანანა მანჯგალაძე on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024

მარინა გზირიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია:

„ქალბატონო მარინა, როგორ მეტკინა გული, ნათელი დაგიმკვიდროთ უფალმა, თქვენი გმირი შვილის გვერდით… მწუხარებით ვუთანაგრძნობ ოჯახს“ – წერს ინგა გრიგოლია.

ემოციურ სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხიც:

Marina Gzirishvili ს მარინა, მიყვარხარ კი არ კვდები, იბადები ხელახლა, შენი შვილი გელოდება კარებთან… ალბათ როგორ…

Posted by Petre Kolxi on პარასკევი, 02 აგვისტო, 2024

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ვახტანგ გზირიშვილი მეტყვიამფრქვევე იყო, ის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ, მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – ,,ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების“ ჩამოაყალიბა. ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, უშუალოდ ქალბატონი მარინას ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა.

პოპულარულები