LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანანა მენაბდეს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცენომა – სიმსივნე! მას ჩვენი დახმარება სჭირდება!“ – განო მელითაური

518
მანანა მენაბდე

მუსიკოსს მანანა მენაბდეს პანკრეასის ადენოკარცენომა – სიმსივნე დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი დისშვილი, განო მელითაური ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

„უფლის წყალობით, ჩვენს სანუკვარ მანანჩიკოს აქვს გამოჯანმრთელების 100%-იანი პროგნოზი!

მაგრამ თქვენი დახმარებაც გვჭირდება!

მანანა მენაბდეს 5 მარტს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცენომა – სიმსივნე!

მას ჩვენი დახმარება სჭირდება!

სიმსივნე დააწვა სადინარს და ჩაკეტა სანაღვლე გზები, სასწრაფოდ საჭირო გახდა სადინარში სტენტირება, რომელიც საქართველოში არ კეთდებოდა, ასევე პანკრეასის ბიოფსია და მთელი რიგი კვლევები თურქეთში!

უფლის წყალობით, მერიის, ჯანდაცვის, მეგობრების დახმარებით ჩამოვედით თურქეთში დროულად და კვლევით დადასტურდა, რომ მანანას მეტასტაზები არსად არ აქვს!!!

გვაქვს ოპერაციის გაკეთების ფუფუნება!

მოიწვიეს კონსილიუმი და 21 მარტს ჩაინიშნა სასწრაფო ოპერაცია!

რომლის საფასურიც გახლავთ 28.000 დოლარი. მანანას სიცოცხლე ამ ოპერაციაზეა დამოკიდებული!

ოპერაციის ფუფუნება მისი დიაგნოზით და სიმსივნის ამ განლაგებით 10.000-ში ერთია,

უფლის წყალობით მანანას აქვს გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი!

თქვენს მხარდაჭერას მანანას გადარჩენა შეუძლია!

მანანამ საკუთარი დიაგნოზის დეტალები არ იცის, თურქეთში წამოსვლამდე სოც ქსელში შემოსვლა დროებით შევუზღუდეთ, თუმცა წვდომა აქვს მესინჯერზე და გთხოვთ, არ დაეკონტაქტოთ, მან არ იცის ბევრი დეტალი.

მესმის, რომ ცოტა დროა!

თქვენი იმედი გვაქვს!

ყველა ლარი მნიშვნელოვანია!

ა/ნ :GE12TB7822645161100002

თ.მ.

დანიშნულება: მანანასთვის

GE84BG0000000162571686

გ.მ.

დანიშნულება: მანანასთვის

მანანას გამოჯანმრთელება თქვენს ხელშია!”, – წერს განო მელითაური სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g