LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძე: „ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად დაიწყო ახალი ეტაპი – გავხდი და თავს უკეთ ვგრძნობ…“

820
მანანა თოდაძე

მანანა თოდაძეს არ უყვარს, როდესაც ასაკს ეკითხებიან და ფიქრობს, რომ ამ შეკითხვით ადამიანებს აკომპლექსებენ:

„ასაკს რომ ეკითხებიან ადამიანს, ამით, სხვათა შორის აკომპლექსებენ. ნათქვამია, რომ ქალს ასაკი არ უნდა ჰკითხო. ქალს ასაკი არ აქვს და ის ყველა ასაკში ლამაზია. თუ ადამიანს აქვს პოტენციალი, რომ იმღეროს, იცეკვოს, არ უნდა თქვას, რომ ამის ასაკი წავიდა. სანამ ადამიანი ჯანმრთელია, მას აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს.

ცეკვები რომ შემომთავაზეს, უცებ დავფიქრდი, მაგრამ მერე ვთქვი, რატომაც არა. დავფიქრდი იმაზე, გამომივა და შევძლებ თუ არა-მეთქი, მაგრამ ადამიანს უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. მინდოდა, დამემსხვრია ასაკობრივი ზღვარი.

ნამდვილად დაიწყო ახალი ეტაპი, გავხდი, ვვარჯიშობ, ჯანმრთელობის მხრივ უფრო უკეთესად ვარ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო…“

ვიდეო: მანანა თოდაძის ქალაქური ცეკვა „სუხიშვილებთან“ ერთად

ვიდეო: ბაბი კირკიტაძისა და ერეკლე გირგვლიანის „ცდო“ – ურთულესი ილეთები „ცეკვავენ ვარსკვლავებში“

ვიდეო: „ქართული სისხლი აყივლდა“ – თათა გიორგობიანის და რატი გაჩეჩილაძის ხანჯლური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები