ბაბი კირკიტაძემ მეწყვილესთან, ერეკლე გირგვლიანთან ერთად, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქართულ ტურზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და ერთ-ერთი ყველაზე რთული ცეკვა „ცდო“ შეასრულა. ჟიურის წევრებმა მისი ძალისხმევა სათანადოდ აღნიშნეს, თუმცა ნინო სუხიშვილმა დასძინა, რომ წელს ცეკვები ბევრად უფრო გრძელი იყო, შესაბამისად, კონკურსანტები უფრო ნაკლებად გამოჩნდნენ.
როგორც ყოველთვის, გოჩა ჩერტკოევმა ახლაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბაბი „მამალი გოგონაა“.
ვიდეო: „ქართული სისხლი აყივლდა“ – თათა გიორგობიანის და რატი გაჩეჩილაძის ხანჯლური