მომღერალი მანანა თოდაძე წერს, რომ მის ქალიშვილს, მომღერალ ლეილა თოდაძეს სოციალურ ქსელში ანგარიში გაუტეხეს და გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს მანანა თოდაძე ავარიაში მოჰყვა და მძიმე მდგომარეობაშია.
გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემს ლეილას გაუტეხეს აკაუნტი და მისი სახელით ვიღაც ამცნობს სამყაროს, ვითომ მე მოვყევი ავარიაში და ჩემს გადასარჩენად თანხების გადარიცხვაა საჭირო. ყველაფერი ტყუილია, მე ჯანმრთელად და კარგად ვარ. ეს არის ვიღაც თაღლითი პიროვნება, გთხოვთ არ დაიჯეროთ!“