LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანათობელი წამწამები – მოდის ახალი ტრენდი

98

მიმდინარე წლის მაისში დიზაინერმა ტიენ ფამმა საზოგადოებას თავისი ქმნილება – მანათობელი წამწამები წარუდგინა, რომელიც სულ მალე შესაძლოა მოდის ერთგვარ ტრენდადაც იქცეს.

სიახლე ხელოვნურ წამწამებს წარმოადგენს, რომლების სხვადასხვა ფერებში ანათებს. მან უკვე ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა, ამიტომ 2018 წლისთვის მასზე მასობრივ მოთხოვნას ელიან.

მწარმოებლების მტკიცებით, ისინი სრულიად უსაფრთოა თვალისთვის და მხედველობისთვის. ხოლო იმისათვის, რომ მანათობნელი წამწამები არ „ჩაქრეს“, მის მეპატრონეს კისერთან მცირე ზომის მოწყობილობა უმაგრდება, რომელიც წამწამებს ენერგიას აწვდის.

წამწამები თავის მოძრაობის მიხედვით ციმციმებს. სპეციალისტების აზრით კი, სიახლეს წინ დიდი მომავალი აქვს და ის საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები