LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: ხალხი ქვეყნიდან გარბის, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში შიმშილობს – არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა 

142
BeFunky-collage (2)

ანგარიში არის ის, რომ ქართველი ხალხი გარბის ქვეყნიდან, მათ ნაცვლად მკვიდრდებიან რუსები საქართველოში, ეს არის მოცემულობა რომ შევხედოთ, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მისი მოპოვება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

„მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა უკრაინის პრეზიდენტს – ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და 2-წლიანი უსასტიკესი ომი“ – სალომე ზურაბიშვილი

„რა უნდა გაგვიკვირდეს, არ ვიცი, რას იტყვიან. ანგარიში არის ის, რომ ქართველი ხალხი გარბის ქვეყნიდან, მათ ნაცვლად მკვიდრდებიან რუსები საქართველოში, ეს არის მოცემულობა რომ შევხედოთ. შობადობა შემცირებულია, გარდაცვალება მეტია, უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან ვიდრე შემოდის, ბავშვთა შიმშილი დარჩა ბავშვთა შიმშილად, ყოველი მესამე ბავშვი სკოლაში კვლავ განიცდის შიმშილს, არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს ღარიბაშვილმა, მგონი უნდა დაიმალოს.

სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არ მგონია, „ქართული ოცნება“ ამბობდეს, რომ ქართველ ხალხზე მეტია. ქართველ ხალხში იგულისხმება ყველა, ვინც გულწრფელად იყო ჩართული ამ პროცესში და ვიდრე რაიმეზე დაიწყებს „ქართული ოცნება“ საუბარს, აუცილებელია ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ანგარიშამდე ბოდიშია მოსახდელი, რადგან წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტატუსის ჩაგდებას ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ.

ქართველმა ხალხმა აიძულა ისინი, ხალხთან ერთად ეზეიმათ ეს წარმატება. ეს არის დიდი გამარჯვება. ხალხმა, რომელიც ამბობდა, რომ სტატუსს ჩალის ფასი აქვს, რომ სათაგურია სტატუსი და ევროპა ომს გვაძალებს, შემდეგ იზეიმა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის სიტყვის საშუალება მიეცათ – ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა“ – ხატია დეკანოიძე

ცნობისთვის, პრემიერი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერის ანგარიშში მთავარი აქცენტები დემოკრატიული საკითხების გარშემო იქნება გაკეთებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g