„მე მინდა მივულოცო, დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენს პარლამენტს, საჯარო მოხელეებს,“ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამ მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე.
2012 წლიდან ჩვენმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს.
მე ასევე მინდა ყველა მოგიწვიოთ, ხვალ, 15 დეკემბერს, 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება, ხვალინდელი დღე უნდა იყოს ეროვნული ზეიმის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს