„კარგი იქნებოდა პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება – ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ზეიმი, რომელიც ერთიანი უნდა ყოფილიყო, პარტიულ ღონისძიებად გააფორმა“, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარგი იქნებოდა ქვეყნის ყველა ინსტიტუციის წარმომადგენელი ყოფილიყო ერთად და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე საქართველოსთვის.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება. ეს იყო ერთიანი ზეიმი და საქართველოს მოქალაქეთა ზეიმი, ძალიან ცუდია, როცა მმართველმა პარტიამ ის საკუთარ პარტიულ ღონისძიებად გააფორმა.
ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? - ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? - კალაძე ზურაბიშვილზე
კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით მაშინ, როდესაც თავად ამბობდა, რომ “ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა”.
პრეზიდენტმა ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში. მისი განცხადებები, ინტერვიუები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პრემიერის ანგარიშის წარდგენას, რომელიც დღესაა დაგეგმილი და აღნიშნა, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებულს მოისმენს და დიდი ალბათობით, იქნება პოპულისტური განცხადებები.
„მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრი მოსულიყო პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის წინაშე გაეკეთებინა ეს ანგარიში. არ ვფიქრობ, რომ რაიმე იქნება. ეს იქნება ანგარიში, რომელიც დიდწილად მიეძღვნება პოპულისტურ განცხადებებს.
მნიშვნელოვანი იქნებოდა გაგვეგო, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ გეგმის შესრულებას, რაც 9 ნაბიჯის შესრულებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.
ანა ნაცვლიშვილი: ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად, როცა პრეზიდენტს არ შესთავაზა, ხალხს მისალმებოდა
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად.
მაგალითად, სოციალურ დახმარებებზე არის საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილი, რაიონებში, პრაქტიკულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, ამიტომ ამ ნაწილში მე რაიმე ღირებულს არ ველოდები და ვფიქრობ, იქნება იგივე გზავნილები, რაც გააჟღერა მან რამდენიმე დღის წინ, როცა საქართველოს უნდა ეზეიმა ნამდვილად ერთიანი პოზიციით კანდიდატის სტატუსი“. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.