LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწყებთ ხალხთან შეხვედრებზე ერთობლივად გასვლას – მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა!

119
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრების დაწყების შესახებ გამოცხადება.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ – სერგო ჩიხლაძე

„გიორგი ვაშაძეს უცხოეთში აქვს შეხვედრები, „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მართავს შეხვედრებს. ორშაბათს ყველა იქნება თბილისში, დასკვნით შეხვედრებს გავმართავთ და უახლოეს დღეებში გაფორმდება ეს იდეა. პირველი ფაზის შესახებ გამოცხადდება, რომ ვიწყებთ და გავდივართ ხალხთან ერთობლივად. მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა.

ხაბეიშვილი: არაფრის გვეშინია, თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით

სწორედ იმიტომ გავდივართ, რომ სხვებისთვის ნასროლი ქვა და კვერცხი მივიღოთ საკუთარ თავზე და ხალხს ვუთხრათ სიმართლე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის განსხვავება არ არსებობს და ორივე კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მისი თქმით, მმართველ გუნდს სინამდვილეში ოპოზიციური ერთობის ძალიან ეშინია.

„მარტივი ტესტია – თუ სისუსტეა და არაფერი ხდება, რაც გაიგეს, რომ ეს გადაწყვეტილია და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მას შემდეგ ამის გაშავების წინააღმდეგ დაწყებულია ტოტალური პროპაგანდა. დაწყებულია პროპაგანდა, რომ გააშავონ ვაშაძე, ხაბეიშვილი, გააშავონ სხვა ლიდერები. მიზანმიმართული კამპანია აქვთ დაგეგმილი. თუ არაფერი ხდება, კისერს ვიტეხთ და სუსტები ვართ, ხომ შეიძლება ყოველდღე დღის წესრიგის მთავარი საკითხი „სტრატეგიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია არ იყოს?! არ იყოს გიორგი ვაშაძის პრემიერობის საკითხი?! ასე არ არის სინამდვილეში, ძალიან ეშინიათ ლევან ხაბეიშვილისაც, ქვებს ესვრიან, როცა ხალხთან მიდის, პენსიების თემაზე სასაუბროდ. ძალიან ეშინიათ ერთობის.

ეს არ არის მხოლოდ პარტიების ერთობა, ჩვენ არ ვაპირებთ პარტიების ერთობას მხოლოდ, ჩვენ ვამბობთ,რომ პარტიების მიღმაც უამრავი ახალი თაობის პროფესიონალი, ენერგიული ადამიანები არიან და ამ ადამიანებისთვისაც ვაჩენთ ასპარეზსა და შესაძლებლობას, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ეს არის მათი აღსასრული. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ერთობას, დიდი არჩევანი პარტიების მხრივ არც არსებობს. პარტიების მიღმა არსებობს უამრავი პროფესიონალი, კარგი ადამიანი, ამ ადამიანებს არ უნდათ რომელიმე პარტიის კუთვნილება იყვნენ, მათ უნდათ საქართველოს გამარჯვებაში მიიღონ მონაწილეობა. სწორედ საქართველოს ამ გამარჯვების პლატფორმას ვქმნით ერთად, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ამის ეშინიათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო: „ქვებს ისვრიან“ – საგარეჯოში ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გივი მიქანაძე: „პოლიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ხაბეიშვილი სადაც გამართავს შეხვედრას, ყველგან სდიოს და მისი დამცველი იყოს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები