პოლიციამ მანქანაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვა. ავტომობილში 35 გრადუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდა, სავარაუდოდ ბავშვები სიცხისგან და უჰაერობისგან გარდაიცვალნენ. შემთხვევა ტეხასში მოხდა.
გარდაცვლილია 16 თვის ბიჭი და ორი წლის გოგონა. პოლიცია ამბობს, რომ საქმე მკვლელობასთან აქვთ.
პოლიციას გარდაცვლილი ბავშების დედამ განუცხადა, რომ უცებ მისი შვილები “აორთქლდნენ”, შემდეგ კი ისინი ჩაკეტილ მანქანაში იპოვა.
მათმა დედამ მანქანის ფანჯრები ჩაამსხვრია, თუმცა ბავშვები უკვე უგუნო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ ვრცელდება. პოლიცია ამბობს, რომ ეს ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა.
თამთა უთურგაშვილი