LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაპატიეთ ემოციური ვიდეოსთვის.. საქმე ეხება ვიდეოს, სადაც ჩემი შვილი ანდრია მღერის.. 5 წლის ბავშვს აბულინგებენ კომენტარებში..“ – სოფო ბედია ვიდეო მიმართვას ავრცელებს

648
IMG_2633

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში მის მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ემოციური ვიდეოს ჩაწერა მიწევს.

გაბოროტებული და ბოღმით სავსე ადამიანები რომ ილანძღებიან ჩემი და ჩემი მეუღლის მისამართით, ამას უკვე მიჩვეული ვარ და მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს ამ ადამიანების დამოკიდებულება.

აქ საქმე ეხება ვიდეოს, სადაც ჩემი 5 წლის ანდრია მღერის „ჩემი საქართველო აქ არის“, სადაც მე ვეკითხები, ვინ არის შენი სიყვარული და ბედნიერებათქო და მეუბნება- შენ. ძალიან თბილი და ტკბილი ვიდეოა.

ამ დროს კი, შემომივარდნენ კომენტარებში ბოღმით სავსე ადამიანები და 5 წლის ბავშვს აბულინგებენ. შეგნებულად არ დავდებ სქრინებს, იმიტომ, რომ ვიცი ძალიან გადაუვლიან და არც დაგაპიარებთ. მე მაპატიეთ აღელვებული პოსტისთვის“, – ამბობს სოფო ბედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g