LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმ გალკინის თბილისის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 ივლისს დაიწყება

373
BeFunky-collage

რუსი იუმორისტისა და ტელესახის მაქსიმ გალკინის თბილისის კონცერტის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 25 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია biletebi.ge-ზე.

შეგახსენებთ, მაქსიმ გალკინი ტურნეს ფარგლებში, რომელიც უკრაინელი დევნილების დასახმარებლად დაგეგმა, კონცერტს 15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

ცნობისთვის, რუსი სატირიკოსი მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასა და შვილებთან ერთად რუსეთიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის რუსეთის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g