LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქსიმალური 15 ქულიდან ლევან მურუსიძემ 20 აიღო – “იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს”

51401433_2512359978778630_7747658923632492544_n

” საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე ლევან მურუსიძისათვის გასული წლის 27 დეკემბერს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილ შეფასებას ასაჯაროებს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ყოველშემთხვევაში, საბჭოს ერთი წევრი მაინც. კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ეს ლევან მურუსიძისათვის გასული წლის 27 დეკემბერს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ “ზეპირი კომუნიკაციის უნარებში”, შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის “ზეპირი კომუნიკაციის უნარი”, ნადმვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველშემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც),” – წერს სულხან სალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები