„ფორტუნას დილის“ სტუმარია მომღერალი და ტელე-წამყვანი, ნინი ბადურაშვილი.
გადაცემის პოდკასტი:
ნინი, როგორია შენი დილა, გიყვარს გვიანობამდე ძილი?
ზოგადად, სკოლის პერიოდშიც, მიჭირდა ხოლმე ადრე ადგომა, ახლაც ასეა, რაც არ უნდა თავს ძალა დავაძალო, ადრე ვერ ვდგები. ეს არის მაქსიმუმ 10, 11 ის ნახევარი. ვერც კვირის განმავლობაში ვისვენებ, სულ უამრავი საქმე მაქვს, თუმცა ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. აი ახლა, მალე სავარჯიშოდ უნდა წავიდე. კვირაში ორჯერ, სამჯერ ვახერხებ ხოლმე ვარჯიშს. ყოველ დილას, უზმოზე ერთ ჭიქა წყალს ვსვამ, ადრე არ ვსაუზმობდი, თუმცა, ბოლო პერიოდში შევეჩვიე.
გვესაუბრე შენს მუსიკალურ კარიერაზე, რა სიახლეები გაქვს?
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილები ვიყავით, ჩემთვის ეს პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა. რაც შეეხება ახალ სიმღერას, მაქვს ერთი, ძალიან დიდი ხანია გაჩერებულია, წესით დღესასწაულებამდე უნდა მოესწროს. ეს ეკას სიმღერაა, ძალიან მინდა კლიპიც გადავიღო, ნაცნობი სიმღერაა, „უშენოდ“ ჰქვია, ეს იქნება ჩემეული ვერსია.