LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენკანტოს” კომპოზიტორმა, ლი მანუელ მირანდამ ქართული ალბომი თავის არხზე განათავსა“ – მსახიობი, სანდრო კახეთელიძე სტუმრად „ფორტუნას დილაში“

1479
page

ქართულად დუბლირებული ფილმი „დისნეის“ ოფიციალურ საიტზე განთავსდა. საუბარია „ენკანტოზე“, ქართული გახმოვანების ისტორიაში, პირველად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ის ხელმისაწვდომი. ჯარედ ბუშის ანიმაციურმა ფილმმა წელს „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაშიც  მოიპოვა გამარჯვება და მთელ მსოფლიოში მაყურებელთა გულის დაპყრობაც შეძლო. „ენკანტოს“ ქართული ადაპტირება „ბრავო რეკორდს“ ეკუთვნის ამ თემაზე მსახიობი და გამხმოვანებელი სანდრო კახეთელიძე საუბრობს.

რომელ პერსონაჟს ახმოვანებ, რას ნიშნავს შენთვის ის ფაქტი, რომ ქართულად დუბლირებული ფილმი დისნეის ოფიციალურ საიტზე მოხვდა?

მე ვახმოვანებ კამილოს როლს, კამილო მადრიგალს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანის სახე მიიღოს. რაც შეეხება დისნეის საიტზე მის განთავსებას, ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ მთელი საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს, ასეთი მასშტაბური პროექტი დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის. სხვათა შორის, არამხოლოდ დისნეის საიტზე დევს, არამედ თავად კომპოზიტორმა, ლი მანუელ მირანდამ, განათავსა თავის სფოთიფაიზე, თავის არხზე ჩვენი ქართულ ალბომი, რომელსაც მთელი მსოფლიო მოისმენს. ეს ჩვენთვის იყო პირველი, შესაბამისად იყო დიდი გამოწვევა, რომ არა ის გუნდი, რომელთან ერთადაც ვიმუშავე, მსახიობები, დუბლირების რეჟისორი, ნინა შადური, სანდრო მაზიაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, – არაფერი გამოვიდოდა. საქმის დიდი სიყვარულით მოხერხდა ყველაფერი. ამ ეტაპზე „ბრავო რეკორდსი“ ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობს, ისეთ დიდ კომპანიებზე, როგორიც არის „დისნეი“, „ვორნერ ბრაზერსი“, „იუნივერსალ ფიქჩერზი“ დ ა. შ… ასე რომ, ძალიან მალე ახალი პროექტებით დაგიბრუნდებით.