LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარადიული 19“, „25 წლის იუბილეს გილოცავ გიო იქ სადაც ხარ…მიყვარხარ“ – გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

199
გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგის დედა და და წერენ.

„მარადიული 19“ – წერს თამუნა შალვაშვილი.

„25 წლის იუბილეს გილოცავ გიო იქ სადაც ხარ…მიყვარხარ“ – აღნიშნავს ანი შაქარაშვილი.

19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რის შესახებაც ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g