LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარათონის ფარგლებში უკვე 1 400-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი – რა საკითხები განიხილა საკოორდინაციო საბჭომ

54
ფგჰფგჰნ

ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა – ეს არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რაც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განიხილა.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საბჭომ ასევე მოისმინა ინფორმაცია ვაქცინაციის მარათონის მიმდინარეობის შესახებ. როგორც ცნობილია, მობილური ბრიგადები ჩადიან სხვადასხვა რეგიონსა და დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიაწოდონ. მარათონის ფარგლებში უკვე აცრილია 1 400-ზე მეტი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 698 944 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 639 564 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 831 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 51 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 975 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 186 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g