LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს“ – სოფია ხაჭაპურიძე დავით ქაცარავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

492
დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დავითის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

როგორც გავრცელებულ პოსტი ვკითხულობთ დავითს მარცხენა თვალში მხედველობა არ აქვს აღდგენილი, ასევე სახის მარცხენა მხარეს გაშეშებული აქვს.

„დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს.

ექიმები თავს ეხვევიან. რჩება კლინიკაში ორშაბათამდე.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g