LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარეტ დაიაური: ჩემი მარო ბებო, ქსოვს და ქარგავს ულამაზეს ხევსურულ წინდებს, ფერები და ორნამენტები არ მეორდება

494
Untitled design

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ხევსურული წინდების შესახებ წერს.

როგორც მარგარეტი აღნიშნავს, მარო ბებო შატილში ცხოვრობს და სხვადასხვა ფერითა და ორნამენტებით გაფორმებულ წინდებს ქსოვს.

მისივე თქმით, მსურველებს ამ ფერადი წინდების შეძენის შესაძლებლობა აქვთ:

„ჩემი მარო ბებო, რომელიც მუდმივად, ზამთარ-ზაფხულ, ცხოვრობს შატილში, ქსოვს და ქარგავს ულამაზეს, უფერადეს, ნამდვილ ხევსურულ წინდებს.

წინდების დიდებულება კიდევ იმაშია, რომ უიშვიათესი შემთხვევის გარდა, ფერები და ორნამენტები არ მეორდება, ყველა არის უნიკალური.

თითო წინდას ორ კვირამდე ქსოვს ჩემი უღუნღულესი მარო ბებო, ხარისხი და ვიზუალი შესანიშნავია, აქვს შალის ძაფით მოქსოვილი წინდებიც, როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის.

ხოდა, ვისაც ზამთრის სეზონზე, ჩაღუნღულებული წინდა გსურთ, ისეთი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეცმევათ, მომწერეთ და გამოგიგზავნიან.

ყველა წინდის ფასი 50 ლარია (გარდა იმისა, რაც მე მაცვია და რომელიც შევიძინე დღეს 60 ლარად)

პ.ს. მარო ბებოს წინდები, მეორე წელს, გამოიფინება ჩემს გალერეაშიც“, – წერს მარგარეტ დაიაური.

რა საჩუქარი მიიღო შატილში კაფესა და სახელოსნოს მფლობელმა გოგონამ: „მინდა, იცნობდეთ ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ამისთვის დაბრუნდა…“

“მინდა ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ…” – შატილში გადასახლებული წყვილი, რომელიც ემიგრაციაში მიდის კრიტიკოსებს პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g