LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგარიტა სიმონიანი: „იშვიათად ვტირი, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენისას ნამდვილად ცრემლები წამომივიდა, ტუში ჩამომეღვენთა – არასოდეს მიგრძვნია ასეთი აღტაცება, ასეთი სიამაყე“

137
მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ იშვიათად ტირის, თუმცა, პრეზიდენტ პუტინის სიტყვების მოსმენისას, ცრემლები ნამდვილად წამოუვიდა.

როგორც იგი „ტელეგრამ“ არხზე აღნიშნავს, ყოველ დღე სუნთქვაშეკრული ელოდება იმ ემოციის გამეორებას, „მთელი რუსული მიწა, რუსეთს დაუბრუნდება, როგორც 10 წლის ყირიმი“:

„იშვიათად ვტირი, მაგრამ ამ სიტყვების მოსმენისას ნამდვილად ცრემლები წამომივიდა. ტუში ჩამომეღვენთა. არასოდეს მიგრძვნია ასეთი აღტაცება, ასეთი სიამაყე.

„მას აქვს იუმორი და შარმი, რის გამოც წლებია, ასე გვიყვარს” – სიმონიანი პუტინზე

სუნთქვაშეკრული, ყოველდღე ველოდები იმ ემოციების გამეორებას, როდესაც მთელი რუსული მიწა რუსეთს დაუბრუნდება, ისევე როგორც ათი წლის წინ ყირიმი დაბრუნდა“. – წერს მარგარიტა სიმონიანი.

შარლ მიშელი: „მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g