მარგო რობი ბრიტანეთში სპეციალურად ჩაფრინდა, რათა ახალი ფილმი „მონადირე ფრინველები: ჰარლი ქუინის შესანიშნავი ისტორია“ წარედგინა. სამშაბათს 29 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, გუშინ კი ფილმის მსოფლიო პრემიერას დაესწრო.
პრემიერაზე მარგო რობიმ არჩევანი ბელგიელი დიზაინერის, „დრის ვან ნოტენის“ კაბაზე გააკეთა. შავი კაბა, ასიმეტრიული ტოპით, ვარდისფერ ხელთათმანებთან იყო კომბინირებული.
ფილმი დიდ ეკრანებზე 5 თებერვალს გამოდის, კინოკრიტიკოსებმა მარგო რობის შესრულებას, რომელმაც ხარლი კევინი განასახიერა, უმაღლესი შეფასება მისცეს