LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი: ” არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან”

25

საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის დასასრულს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა.

„ყველა პოლიტიკოსთან ჩვენი შეხვედრების გახსნითი ფრაზა იყო ის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ევროპული პოლიტიკა რთული და კომპლექსური პროცესია. ამ პროცესს და გადაწყვეტილების მიღებას კიდევ დრო სჭირდება. ჩვენ, პოლიტიკოსები, დიპლომატიის თვალსაზრისით, არ მოვაკლებთ ძალისხმევას, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნებამდე საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ის, რასაც იმსახურებას – თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ევროპარლამენტი არის ის სტრუქტურა, რომელიც სრულად უჭერს მხარს ამ პროცესის დაჩქარებას.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თავისუფალ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე მოხდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g