გიორგი მარგველაშვილისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა დასრულდა – საქართველოს პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემი მიზანია, ვეურთიერთო როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, რომელსაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისთვის რომ მშვიდი, წყნარი, სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები ხელისუფლებასაც, ამ მოტივაციით ვეურთიერთები და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს იყოს სტაბილური ქვეყანა,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძესთან დღეს პარლამენტის წინ მივიდა.
