ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ბრიტანეთის ყველზე მიმზიდველ და მდიდარ მამაკაცს, ალექსანგ გილკსომს ხვდება. ახალგაზრდა მამაკაცი აუქციონის Paddle8 დამფუძნებელია და მას მედიაში „მეორე პრინც ჰარისაც“ უწოდებენ. ამჯერად კი მედია აქტიურად ალაპარაკდა წყვილის შესაძლო ქორწინებაზე. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარია შარაპოვამ სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ბრილიანტის ბეჭდის ფოტო და გამომწერებს ნიშნობაზე მიანიშნა.
ამ დრომდე წყვილი ერთობლი ფოტოებს არ აქვეყნებს, მათ არც ურთიერთობის შესახებ გაუკეთებიათ საჯაროდ რაიმე ტიპის განცხადება. ამის მიუხედავად, პაპარაცებმა მათი რომანტიკული ფოტოები არაერთხელ გადაიღეს.