LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: „ერთ შემთხვევაში, აშშ აქტიურად უჭერს მხარს არეულობას საქართველოში, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის“

140
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ეხმიანება სომხეთში აშშ-ის საელჩოს 13 ივნისის განცხადებას, რომლითაც საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და მომიტინგეებს და სამართალდამცველებს მიმართავს და ამასთან, ეხმიანება საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც დიპლომატიურმა უწყებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს, 2 მაისს გაავრცელა.

ზახაროვა განცხადებებს შორის განცხადებებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის“.

„თქვენთვის სულ ეს არის დემოკრატია – ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი თავისი საელჩოს საშუალებით აცხადებს, რომ აქციები უნდა ჩატარდეს პასუხისმგებლობიანად და არ გმობს ხელისუფლებას მათი ჩახშობის გამო, მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, აქტიურად უჭერს მხარს დასავლელი „უცხოური აგენტების“ მიერ გამოწვეულ არეულობას.

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის“ მკაფიო ილუსტრაცია, სადაც აშშ ხელის ქნევით, მომენტიდან გამომდინარე, ნებისმიერ „წესს“ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცვლის“, – წერს ზახაროვა „ტელეგრამ-არხზე“.

„ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება“ – დიმიტრი მედვედევი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები