LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარია ზახაროვა: კრემლი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით

155
ბაღლინჯო მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ „კრემლი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობის შემცირებას, რეგიონში კი სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“.

მისი თქმით, მოსკოვმა არაერთხელ მოუწოდა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ასევე გაითვალისწინოს არსებული, დადგენილი ძალთა ბალანსი.

„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებებია. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ფორმატებს, მან მიუთითა 3+3 საკონსულტაციო-რეგიონული პლატფორმის იდეაზე, რომელიც მოიცავს როგორც რეგიონის სამ ქვეყანას, ასევე სამ რეგიონულ ძალას – რუსეთს, თურქეთს და ირანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g