LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ არჩემაშვილი ჩინეთში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლის

132
მარიამ არჩემაშვილი

თავისუფალი უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული, მარიამ არჩემაშვილი ჩინეთში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის.

თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობითვე, მარიამ არჩემაშვილმა ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა.

„სექტემბრიდან ჭეძიანგის უნივერსიტეტში (ჩინეთი) ისწავლის ბიზნესის მართვის (Enterprise Management) სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია.

ასევე, მარიამი 2022-2023 წლებში სწავლობდა სიამენის უნივერსიტეტში ჩინური ენის 1-წლიან კურსზე“, – აღნიშნულია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამ გამოცდის ჩაბარება ჩინელებსაც უჭირთ, საკუთარ თავზე გავიმარჯვე! საკმაოდ ბევრი მოსწავლე მყავს, მინდა ქართველებს ვაჩვენო, რომ ჩინური ენა არც ისეთი ჩინურია“ – გაიცანით 23 წლის მარიამ არჩემაშვილი, რომელმაც ჩინური ენის უმაღლესი დონე – С2 მოიპოვა

საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული მარიამ არჩემაშვილი სექტემბრიდან ჭეძიანგის უნივერსიტეტში (ჩინეთი) ისწავლის…

Posted by თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University on ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
magti 5g