LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ელიეშვილი: „ჩემი ცხოვრების იქ გაგრძელება არასოდეს წარმომედგინა, ახლა კი ამერიკაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი მყავს და ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო გახდება…“

526
მარიამ ელიეშვილი

ცნობილი მომღერალი – მარიამ ელიეშვილი საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მის პირად ცხოვრებაში სიახლეს უკავშირდება… როგორ ესახება მომავალი მომღერალს და მოახდენს თუ არა ზეგავლენას დაოჯახება მის კარიერაზე, ამ და სხვა დეტალების შესახებ მარიამი ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.

ოდესმე სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე თუ გიფიქრიათ?

არასდროს, მით უმეტეს – პროფესიის გამო, სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობა ხშირად მიწევდა. საზღვარგარეთ ყოფნისას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, როგორც ყველა ქართველს, ჩემი ქვეყანა მეც მენატრება და დაბრუნების სურვილი მიჩნდება, თუმცა ხომ გაგიგონიათ – არასოდეს თქვა “არასოდესო”? ეს ზუსტად ჩემი ცხოვრების შესახებაა. საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ შემიყვარდა ადამიანი, რომელიც შორს იყო, თუმცა ამ მანძილმა ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა. რა თქმა უნდა, სადაც ჩემი მეუღლე იქნება, მეც იქ ვიქნები. ცხოვრების ამ ეტაპსაც აუცილებლად დადებითი ემოციებით შევხვდები. ჩემთვის ეს სიახლე დიდი გამოცდილება იქნება.

წინათ, ამერიკასთან რამე გაკავშირებდათ?

არასოდეს არაფერი მაკავშირებდა, რადგან იქ არ მყავს ნათესავები, მეგობრები… შესაბამისად, ჩემი ცხოვრების იქ გაგრძელება არასოდეს წარმომედგინა. ახლა კი ამერიკაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი მყავს და ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო გახდება.

იქ ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზად წარმომიდგენია, რადგან საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ. ცხადია, ახალ გარემოს თავისი გამოწვევები ახლავს, სანამ სიტუაციას შევეჩვევი. ამისთვის მზად ვარ… ჩემი საქმიანობა ისევე გაგრძელდება, როგორც საქართველოში – გაჩერებას არ ვაპირებ. ერთადერთი, ის განსხვავება იქნება, რომ ჩემს კარიერას ულამაზესი პირადი ცხოვრება შეემატება, რაც ალბათ, ყველა იმ სირთულის გადალახვაში დამეხმარება, რაც შეიძლება, სხვა ქვეყანაში ცხოვრების საწყის ეტაპზე შემხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები