LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ გაფრინდაშვილი: „მართალი ვარ და თქვენი ბოღმა მაიძულებს, მაინც ვიმართლო თავი!..“

mariam-gafrindashvili

„კურიერის“ ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი ნანა კაკაბაძესთან საკუთარ ინცდიდენტს იხსენებს. მას შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოს ფრაგმენტი, რომელიც სადარბაზოს კამერითაა გადაღებული და ასახავს მომენტს, როცა ჟურნალისტი კამერის ნაწილს თავად დებს სადარბაზოში… მარიამ გაფრინდაშვილი თავად აქვეყნებს კიდევ ერთ ვიდეოს და  ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანების თავებში მოხარშულ-გადამუშავებული სიძულვილის საფრთხე განსაკუთრებულად მძაფრად რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე.

შეურაცხმყოფელი ზარები ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან…

მუქარა და კარგად ორგანიზებულ ტყულზე აგებული სოციალური კამპანია, რომელიც მაიძულებს მართალმა – მაინც საჯაროდ ვიმართლო თავი.

იცით იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია “არა ნაციზმის” ოფისში მოხდა. მე და ტელეოპერატორს ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს ოფისი, რა დროსაც დაზიანდა ე.წ. ბლენდა ( ობიექტივის ჩარჩო).

ვიდეომასალაში რომელსაც ვასაჯაროებ, გარკვევით ჩანს და იკითხება სად, ვინ და რატომ დააგდო კამერის დაზიანებული ნაწილი. ეს ადამიანი ამავე ორგანიზაციის თანამშრომელია.

მას შემდეგ, რაც 112-ში დავრეკე და ადგილზე პოლიცის მოსვლას ველოდებოდი, ჩვენი კამერის დაზიანებული დეტალი კაკაბაძის ოფისის სადარბაზოდან, ოპერატორმა ეზოში ჩამოიტანა და მე ის ისევ იმ ადგილას დავაბრუნე, რადგან პოლიციისთვის დეტალურად აღმეწერა, რა მოხდა.

უკონტექსტო და შავი მასალის მცირე ფრაგმენტი, სადაც ჩანს, თითქოს სადარბაზოში ქურდივით მივიპარები, ამ “დაჯგუფებამ” მიზანმიმართულად, ჩემი დისკრედიტაციის მიზნით იმავე საღამოს გამოაქვეყნა.

სწორედ ამიტომაც გთავაზობთ ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოფაილს.

თუმცა როგორც მოქალაქე, რეპორტიორი, შვილი, და, მეგობარი აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რომ ჩემი საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ამ ადამიანებს პასუხი მოეთხოვოთ.

და მეორე, მივმართავ საგამოძიებო უწყებას, უფრო სწორად ვთხოვ, რადგან ვიცი, რომ შავი მასალა სრულად ამოიღეთ, გაასაჯაროვეთ, რა ხდება მას შემდეგ, რაც ოფისიდან ძალის გამოყენებით გამოგვაგდეს. ვინ თუ არა თქვენ დანამდვილებით იცით რეალურად, რა მოხდა.

და ყველაზე მთავარი – ადამიანებო, ვინც ბოლო 5 დღეა, მხოლოდ ჩემს შეურაცხყოფასა და გინებაში იმყოფებით – სიძულვილით ცხოვრება აბერებს, კლავს და თქვენსავე ცხოვრებას ხდის აუტანელს, თორე მე დასაწყისშივე ვთქვი, რა უცნაურ ალეგორიასთან მაქვს საქმე – მართალი ვარ და თქვენი ბოღმა მაიძულებს, მაინც თავი ვიმართლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“

 

ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ვიდეო

 

მარიამ გაფრინდაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g