მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, 14 და 15 ივნისს მარიამ ჯოლოგუას ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია “Et Cetera…”-ს სპექტაკლი „ლურჯი ფრინველი“ გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდიის მოზარდი ჯგუფები და ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები – ქეთი ცხაკაია და დუტა სხირტლაძე !!!
ტილტილის და მიტილის მეზობელი პატარა ბავშვი მძიმედაა ავად. ის თვლის, მხოლოდ ლურჯი ფრინველის ნახვა განმკურნავსო. სწორედ ამ ჯადოსნური ჩიტის საპოვნელად გაუდგება გზას და-ძმა შობის ღამეს…
მრავალი საშიში თავგადასავლის და დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ბავშვები მართლაც აჩუქებენ მეზობელს ლურჯ ფრინველს და სასწაულიც მოხდება…
მას შემდეგ „ლურჯი ფრინველი“ მთელ მსოფლიოში სიმბოლოა – ოჯახური სიმშვიდის, ბედნიერების, სასწაულის, ასრულებული ნატვრის…
სპექტაკლების დასაწყისი:
14 ივნისი: 20:00
15 ივნისი: 14:00 და 20:00
ხანგრძლივობა: 100 წუთი
(2 მოქმედებად)
ბილეთის ფასი: 20-25-30 ლარი
