LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ლამაზი 21-დღიანი შიმშილობის შედეგს გვიჩვენებს: „ეს არის სხეულის, სულისა და გონების განკურნების ჩემეული მეთოდი…“

766
მარიამ ლამაზი

„ტიკ-ტოკერი“ მარიამ ლამაზი გვიზიარებს შედეგს, რომელიც 21-დღიანი შიმშილობის შედეგად მიიღო წონის კლების თვალსაზრისით – ვარდისფერი შორტი, რომელიც არ ეტეოდა, უპრობლემოდ მოირგო.

როგორც მარიამი აღნიშნავს, 21 დღე ყველანაირი საკვების გარეშე, მხოლოდ წყლის სმით გაატარა და ეს იყო ამგვარი შიმშილობის მეორე ეპიზოდი, რომელიც პირველად 2013 წელს ჰქონდა. „მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ ეს გამეკეთებინა, 85,6 კილოგრამიდან 84,9 კილოგრამამდე ჩამოვედი, სამ კვირაში თითქმის 11 კილოგრამი დავიკელი. კანი ბავშვივით მაქვს, ჩემი ძილის რეჟიმი მნიშვნელოვნად გამოსწორდა, ჩემი სხეული უფრო მოქნილი გახდა, შიმშილობას ძალიან ბევრი სხვა სარგებელიც აქვს. ეს არის სხეულის, სულისა და გონების განკურნების ჩემეული მეთოდი“.

რადიო „ფორტუნას“ რედაქციის შენიშვნა: მსგავსი 21-დღიანი შიმშილობის გამეორება საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევისა და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, კატეგორიულად არ არის რეკომენდებული და შეიძლება, უმძიმესი შედეგი გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g