ქართული „ახალი ხმის“ ერთ-ერთი კონკურსანტი, მარიამ პავლიაშვილი, რომელიც შალვა რამიშვილის შოუში ბენდში მღეროდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ჯერ, როგორც თავად გვითხრა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემას მიხედავს, შემდეგ – საკუთარ კარიერას.
მარიამი „ფეისბუქის“ გვერდზე ძალიან აქტიურია. ამას წინათ „ვოისი საქართველო“ ქეთა თოფურიას მწვრთნელად ჩამოყვანისთვის გააკრიტიკა, შემდეგ კი ვიდეო გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ქართული შოუბიზი“ და სარკაზმი აშკარა იყო, ვინაიდან კლიპი არცთუ სახარბიელოდ არის გადაღებული და შემსრულებელი დიდი ვოკალური მონაცემებითაც ვერ დაიკვეხნის.
მარიამ პავლიაშვილი:
ქვეყანაში არ არის რესურსი იმისთვის, რომ მუსიკოსმა საქმე კარგად აკეთოს. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგალითად, „X ფაქტორის“ გამარჯვებული იქნებოდა მრავალი ალბომის ავტორი და ა.შ. აბა, სადაა ყიფო (თორნიკე ყიფიანი – ავტ.). უნიჭიერესი და უმაგრესი ბიჭი. სადღაც ბარში მღერის?
საქართველო კარგ მუსიკოსებს აფუჭებს, თუმცა რისი ბრალია, ვერ ვიგებ. ალბათ, პოპულაციის, გემოვნების და ა.შ. იხილეთ სრულად