LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე

135
მარიამ ქვრივიშვილი

ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და  საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, საქართველოს აეროპორტების  გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი  ესწრებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე.

„გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყონ. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში  პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც ბრიტანეთიდან ვიზიტორების ზრდაზეც აისახება. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.

magti 5g