LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation თავმჯდომარეს შეხვდა

207
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation თავმჯდომარესთან ჰუანლონგ ჩენთან. შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა Geo-Jade Petroleum-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ  ქვეყნებს შორის  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.  

Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი  საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1.3 მლრდ ბარელ ნავთობის ეკვივალენტს უტოლდება. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყანაში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სსიპ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და საქართველოს დესპანი ჩინეთში ბესიკ შარაშენიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g