LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

112
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალპარსლან ბაირაქტართან, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლები. 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g